01 ოქტომბერი 2024,   15:26
ვრცლად
კახეთში მომხდარი ავარია - თავდაცვის სამინიტრო ორ ვერსიაზე მუშაობს

კახეთში ავტოსაგზაო შემთხვევისას, სადაც სამხედრო მოსამსახურეები დაშავდნენ, წვევამდელი კი გარდაიცვალა, თავდაცვის სამინიტრო ორ ვერსიაზე მუშაობს. ამის შესახებ ჟურნალისტებს მინისტრმა ლევან იზორიამ განუცხადა, რომელმაც არ გამორიცხა მძღოლის გარდა, სხვა პირების პასუხისმგებლობის საკითხიც დადგეს.

„გამოძიება რამდენიმე ვერსიაზე მუშაობს, ერთ-ერთი ვერსიაა - ქონდა თუ არა ადგილი გადაჭარბებული სიჩქარით მოძრაობას. ასევე შიდა მოკვლევის ფარგლებში, ვაზუსტებთ რამდენად შეესაბამებოდა ესკორტირების და გაცილების წესები იმ სტანდარტებს, რომელიც არსებობს სამინისტროში. ამ ორი მიმართულებით ინტენსიურად გრძელდება საგამოძიებო პროცესი,“ - აცხადებს ლევან იზორია. 

კახეთში ავტოსაგზაო შემთხვევისას დაშავებული სამხედროები თავდაცვის მინისტრმა ინგოროყვას და ტრავმატოლოგიურ კლინიკებში მოინახულა. მინისტრის განცხადებით დაშავებული ჯარისკაცების ჯანმრთელობის მდგომარეობა, გუშინდელთან შედარებით, გაუმჯობესებულია.

ასევე, დამაკმაყოფილებელია მძღოლის ჯანმრთელობის მდგომარეობაც, რომელიც სამოქალაქო პირია და რომელსაც ოპერაცია ასევე ინგოროყვას საავადმყოფოში ჩაუტარდა.

დღის ამბები