01 ოქტომბერი 2024,   15:40
ვრცლად
ავარიის შედეგად დაშავებული სამხედროები კვლავ საავადმყოფოში რჩებიან

კახეთში, სოფელ ბოდბესთან მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის დროს დაშავებული სამხედროებიდან ყველა საავადმყოფოში რჩება. 29 მათგანის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია, შედარებით მძიმეა 7 ჯარისკაცის ჯანმრთელობის მდგომარეობა. თუმცა, ექიმების შეფასებით, მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

გამოძიება მომხდარის ორ ვერსიაზე მუშაობს, ხომ არ მოძრაობდა წვევამდელებით სავსე ავტომანქანა გადაჭარბებული სიჩქარით ან ხომ არ იყო დარღვეული სამხედრო მოსამსახურეების გადაყვანის ნორმები.

გუშინ ბოდბეში მანქანა, რომელშიც ათეულობით სამხედრო მოსამსახურე იჯდა, გზაზე გადაბრუნდა, რასაც ერთ-ერთი ჯარისკაცის სიცოცხლე ემსხვერპლა. 

ავტორი; დავით ქაშიაშვილი.

ამავე თემაზე
დღის ამბები