01 ოქტომბერი 2024,   15:28
ვრცლად
კახეთში მომხდარი ავარიის დროს დაშავებული ჯარისკაცების ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუმჯობესდა

კახეთში მომხდარი ავარიის დროს დაშავებული ჯარისკაცების ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუმჯობესდა - ექიმების თქმით, არც ერთი მათგანის ვითარება საგანგაშო აღარ არის. დაშავებულების უმეტესი ნაწილი გორში სამხედრო ჰოსპიტალში მკურნალობს - 5 ჯარისკაცი კი რომელთა მდგომარეობაც შედარებით რთული იყო, თბილისში იმყოფებიან.

ავტოსაგზაო შემთხვევა ორი დღის წინ მოხდა. შემთხვევის შედეგად ჯარების ლოგისტიკური უზრუნველყოფის სარდლობის სამხედრო მოსამსახურეები დაშავდნენ, ერთი სამხედრო მოსამსახურე გარდაიცვალა.

დღის ამბები