07 ოქტომბერი 2024,   16:33
ვრცლად
შეტაკებები ერაყში - მოსულთან ახლოს ISIS-ის მებრძოლებმა ქიმიური ქარხანა დაწვეს

მასშტაბური შეტაკებები გრძელდება ერაყის სიდიდით მეორე ქალაქ მოსულშიც. დაჯგუფება ისლამური სახელმწიფოს მებრძოლებმა, რომლებიც სამთავრობო ძალების შეტევის გამო უკან იხევენ, ქალაქის მახლობლად მდებარე ქიმიური ქარხანა დაწვეს.

ტოქსიკური აირით მოწამვლის შედეგად საავადმყოფოში ათასამდე ადამიანი გადაიყვანეს. პაციენტებს სუნთქვასთან დაკავშირებული პრობლემები აწუხებთ და თვალები ეწვით.

პარალელურად, ოფიციალური ბაღდადის წინააღმდეგობის მიუხედავად, ოპერაციაში ჩართვას ითხოვს თურქეთი. ერაყის სამთავრობო ძალები ამ დროისთის მოსულიდან 30 კილომეტრის დაშორებით მდებარე ქრისტიანულ ქალაქ ქარაქოშში იმყოფებიან.

დღის ამბები