07 ოქტომბერი 2024,   16:33
ვრცლად
დონალდ ტრამპმა არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში პირველი 100 დღის სამოქმედო გეგმა გაასაჯაროვა

დონალდ ტრამპმა, 8 ნოემბრის არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში, პირველი 100 დღის სამოქმედო გეგმა გაასაჯაროვა. პრეზიდენტობის რესპუბლიკელმა კანდიდატმა ამ თემაზე პენსილვანიის შტატში გამართულ შეხვედრაზე ისაუბრა.

მილიარდერი ბიზნესმენი აპირებს, რომ თეთრი სახლის თანამშრომლებს მომავალში ლობისტური საქმიანობა აუკრძალოს, ასევე შეზღუდოს კონგრესის წევრთა უფლებამოსილების ვადა.

ტრამპი ქვეყნიდან 2 მილიონი მიგრანტის დეპორტაციის პროცესის დაწყებასაც გეგმავს, ის სასამართლო დევნით დაემუქრა ყველა იმ ქალსაც, რომელმაც ბიზნესმენი სექსუალურ ძალადობაში დაადანაშაულა. ბოლო, 11-ე ქალი, ვინც პრეზიდენტობის კანდიდატს მსგავსი ბრალდება წაუყენა, ამერიკელი მსახიობი ჯესიკა დრეიკი გახდა.

დღის ამბები