01 ოქტომბერი 2024,   15:20
ვრცლად
თურქეთში დაღუპული ქართველი მეზღვაური სამშობლოში ჩამოასვენეს

თურქეთში დაღუპული ქართველი მეზღვაური სამშობლოში სარფის გავლით უკვე ჩამოასვენეს.

23 წლის ქუთაისელი მამაკაცი სავარაუდოდ გემბანიდან გადმოვარდნის შედეგად გარდაიცვალა. მომხდართან დაკავშირებით გამოძიება მიმდინარეობს.

ოჯახის წევრები გამოძიების დასრულებას ელოდებიან, რათა დადგინდეს თუ რა მდგომარეობაში მოხდა ახალგაზრდა მეზღვაურის გარდაცვალება და დაცული იყო თუ არა ხომალდზე უსაფრთხოების ზომები.

„ყველა ანალიზი აღებულია იმისა, რომ არ ექვმედებარებოდა ნასვამ მდგომარეობას, არ იყო ნარკოტიკული ზემოქმედების ქვეშ და მიმდინარეობას გამოძიება. ვაპირებთ იმას, რომ რაც შეიძლება დეტალებში გავიგოთ, როგორ მოხდა, რა დროს და უსაფრთხოების ზომები დაცული იყო თუ არა,“ - განაცხადა გარდაცვლილის ბიძამ პაატა ცხელიშვილმა.

დღის ამბები