07 ოქტომბერი 2024,   16:33
ვრცლად
აფეთქება იაპონიაში - დაღუპულია ერთი ადამიანი

იაპონიაში აფეთქებას მსხვერპლი მოჰყვა - შემთხვევა ტიკიოს ჩრდილოეთით მდებარე ქალაქ უცუნომიის პარკში მოხდა. ადგილზე თითქმის ერთდროულად რამდენიმე აფეთქების ხმა გაისმა. დაიღუპა ერთი ადამიანი, სამი კი დაშავდა.

აფეთქების შედეგად დაიწვა რამდენიმე ავტომობილიც. ჯერჯერობით უცნობია, რამ გამოიწვია აფეთქება პარკში. გამოძიება არ გამორიცხავს, რომ, გარდაცვლილმა თვითმკვლელობის მიზნით, თავი აიფეთქა. ინციდენტის დროს პარკში ადგილობრივი კულტურის ფესტივალი მიმდინარეობდა. მომხდარის გამო ღონისძიება გადაიდო.

დღის ამბები