01 ოქტომბერი 2024,   15:27
ვრცლად
არჩევნები 2016 - ჟურნალისტური ეთიკის ქარტია მედიის მიმართ გამოვლენილ დარღვევებზე წერს

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია, არჩევნებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. წერილში ნათქვამია, რომ ქარტია ყურადღებით აკვირდებოდა და აკვირდება წინასაარჩევნო პერიოდს და კენჭისყრის დღეს. მასში ასევე საუბარია, 8 ოქტომბრის არჩევნების დღეს ჟურნალისტებისთვის საქმიანობის ხელშეშლის ფაქტებზეც.

„სამწუხაროა, რომ 2016 წლის 8 ოქტომბრის არჩევნებმაც ვერ ჩაიარა ჟურნალისტების საქმიანობის ხელშეშლის გარეშე. ქუთაისის 90-ე საარჩევნო უბანზე ტელეკომპანიების რუსთავი 2-ის, იბერიის და GDS-ის წარმომადგენლებს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს და აპარატურა დაუზიანეს. მარნეულში 48-ე საარჩევნო უბანზე ტელეკომპანია იმედის კამერა დაზიანდა. მომხდარზე გამოძიება არ დასრულებულა, შესაბამისად კვლავაც არ დასჯილან დამნაშავე პირები.

აქვე აღსანიშნავია ისიც, რომ საზოგადოებისთვის ასევე უცნობია თუ ვინ მიაყენა ჟურნალისტებს ფიზიკური შეურაცხყოფა კორცხელში, 22 მაისს საკრებულოს შუალედური არჩევნების დროს მომხდარი დაპირსპირებისას. თითოეული ასეთი ფაქტის გამოუძიებლობამ და დამნაშავეთა დაუსჯელობამ შესაძლოა წაახალისოს საზოგადოებაში სხვა მსგავსი ინციდენტები,’“ - წერია განცხადებაში.

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭო მიმართავს სამართალდამცავ უწყებებს დროულად გამოიძიონ თითოეული ფაქტი.

„მნიშვნელოვანია ისიც, რომ კენჭისყრის დღეს, 8 ოქტომბერს, გარდა ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფებისა, არაერთ ჟურნალისტს შეექმნა პრობლემა უშუალოდ საარჩევნო უბანზე მუშაობისას, რაც გამოწვეული იყო ძირითადად იმით, რომ საარჩევნო კომისიის წევრებს არ ჰქონდათ საკმარისი ინფორმაცია მედიის წარმომადგენელთა უფლებების შესახებ,“ - ნათქვამია განცხადებაში.

დღის ამბები