01 ოქტომბერი 2024,   15:37
ვრცლად
ავარია თუ კრიმინალური დანაშაული - გარდაცვლილი ბესიკ ენდელაძის ოჯახი საქმის გადაკვალიფიცირებას ითხოვს

ბესიკ ენდელაძის ოჯახის წევრებს სამი წლის შემდეგაც არ აქვთ ინფორმაცია, თუ რა ვითარებაში დაიღუპა 23 წლის ახალგაზრდა მამაკაცი. ოფიციალურად, საქმე საგზაო შემთხვევას ეხება, თუმცა ოჯახს ეჭვი აქვს, რომ ამ ვერსიის უკან კრიმინალური დანაშაული დგას. 

2013 წლის 16 დეკემბერს 23 წლის ბესიკ ენდელაძე ახლობლებმა, სოფელ ბენარასთან, ბენზინგასამართ სადგურზე დატოვეს თუმცა, გამოძიებისთვის დღემდე დაუდგენელია, როგორ აღმოჩნდა ბესიკ ენდელაძე ბენზინგასამართი სადგურიდან დაახლოებით 2 ნახევარ კილომეტრში. ის გზის სავალზე უგონო მდგომარეობაში იპოვეს. ის 38 დღიანი კომის შემდეგ საავადმყოფოში გარდაიცვალა.

ბესიკ ენდელაძის ოჯახი დარწმუნებული იყო, რომ მათი შვილი ავტოსაგზაო შემთხვევის მსხვერპლი გახდა და ჩივილს არ აპირებდა, თუმცა მკვლელობის ვერსიის გაჟღერების შემდეგ მათ სამართალდამცავებს საქმის გადაკვალიფიცირება მოსთხოვეს.

გამოძიებამ მკვლელობის ფაქტის დადგენა ვერ შეძლო. ოფიციალური ვერსიით, ბესიკ ენდელაძე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაიღუპა, თუმცა ოჯახისთვის გაურკვეველია ის ფაქტი, რომ გარდაცვლილის სამოსს მანქანის დაჯახების კვალი არ ემჩნეოდა.

ენდელაძეების ოჯახი სამთავრობო უწყებებში საჩივრების გაგზავნას დღემდე აგრძელებს. ისინი საქმის გადახედვას და ხელახალი ობიექტური გამოძიების ჩატარებას ითხოვენ. 

ავტორი: გიორგი გვიშიანი. 

დღის ამბები