01 ოქტომბერი 2024,   15:26
ვრცლად
მოზარდების ენთუზიაზმი - სოფელ გარიყულაში ბავშვების სურვილით ბიბლიოთეკა იხსნება

სოფელ გარიყულაში, ჟურნალმა ინდიგომ სოფლის ბავშვებისთვის ბიბლიოთეკის გახსნა გადაწყვიტა. ჟურნალისა და ბავშვების ერთობლივი ძალისხმევით, სოფელში, არა მარტო ბიბლიოთეკა, არამედ თავშეყრის ადგილი გაჩნდება.

თუ აქამდე სოფლის ბავშვების ერთადერთი გასართობი ინტერნეტი და ერთმანეთთან სახლში სტუმრობა იყო, ახლა ახალ სივრცეში წაკითხულ წიგნებზე საუბარი შეეძლებათ, ასევე ფილმების ყურება და უბრალოდ ერთად დროის საინტერესოდ გატარება.

ბავშვები თავად ჩაერთვნენ ახალი სივრცის მოწყობაში და წიგნების თაროებზე განაწილებაში.

დროთა განმავლობაში სოფელი იცლება, ახალგაზრდები სასწავლებლად თბილისში მიდიან, უკან კი თითქმის არავინ ბრუნდება. თუკი გრიყულაში ბევრი საინტერესო რამ გაკეთდება, შესაძლოა სოფელი დაცარიელების ნაცვლად პირიქით, გაივსოს კიდეც. 

ავტორი: ანანი ბაკურაძე. 

დღის ამბები