01 ოქტომბერი 2024,   15:21
ვრცლად
"უსამართლობას არ ვაპრავებ,"- სანდრა რულოვსი მეორე ტურში არ მიიღებს მონაწილეობას

"მე ამ უსამართლობას არ ვაპრავებ მეორე ტურში შესვლით. მე მოვიგე, მე არ მჭირდება მეორე ტური,"- ეს განცხადება სანდრა რულოვსმა დღეს პოსტსკტიპტუმთან საუბრის დროს გააკეთა და აღნიშნა, რომ ის არ მიიღებს მონაწილეობას მაჟორიტარული არჩევნების მეორე ტურში. 

რულოვსი ამბობს რომ მის მხარდამჭერებს ემუქრებიან და აშანტაჟებენ. 

"მთელი 2 კვირა მუშაობდა ოცნება, კრიმინალები ქურდები რავიცი ამ შეშინების და წნეხის ამბავში ვინ არ ჩართეს. მომპარეს არჩევნები. გაჭირვებული ხალხია და არ მინდა ჩემთან შეხვედრის გამო ამ ხალხს პრობლემები შეექმნათ მე ვიცი, რომ გამარჯვებული ვარ და პარლამენტიდან დავუდგები მათ გვერდში,"- აცხადებს რულოვსი. 

ყოფილი პირველი ლედი ამბობს, რომ მის წინააღმდეგ საარჩევნო კამპანია ბინძური მეთოდებით წარიმართა. განსაკუთრებით ნაწყენია შეგნებულად გავრცელებულ ამბავზე, რომელიც ორგანოებით ვაჭრობას ეხება. სანდრა რულოვსი ამბობს, რომ ის მხარდაჭერას ელოდებოდა იმ ექიმებისგან, რომლებთან ერთადაც წლების განმავლობაში მუშაობდა, თუმცა ამბობს, რომ ის გასაჭირში მხოლოდ რამდენიმე ადამიანმა არ დატოვა. 

ავტორი: თეა ადეიშვილი. 

 

დღის ამბები