01 ოქტომბერი 2024,   15:38
ვრცლად
ფსევდონიმით რუსი, ეროვნებით ქართველი - ბორის აკუნინი საქართველოში ჩამოვიდა

მწერალი, რომელიც პროტესტის ნიშნად პუტინისეულ რუსეთს განერიდა, ფსევდონიმით რუსი, ეროვნებით ქართველი. ის ამბობს, რომ მოსკოველია და ამით ყველაფერია ნათქვამი. დეტექტიური ბესტსელერის ავტორი ბორის აკუნინი, იგივე გრიგორი ჩხარტიშვილი, თბილისში ახალ პიესაზე სამუშაოდ ჩამოვიდა.

საქვეყნოდ ცნობილი მწერალი 1956 წელს ზესტაფონში დაიბადა, მამა ოფიცერი შალვა ჩხარტიშვილი დედა ბერტა ბრაზინსკი კი რუსული ენის პედაგოგი იყო.

თავდაპირველად სახელი დეტექტივებით გაითქვა, მოგვიანებით მის ბიბლიოგრაფიას სხვა ჟანრის ნაშრომებიც შეემატა.

გრიგორი ჩხარტიშვილი ბოლო წლებში აქტიურად ჩაერთო საზოგადოებრივ მოძრაობაში. მისთვის მიუღებელი პუტინის რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლა დაიწყო, მონაწილეობდა ქუჩის აქციებში და პუტინს ღიად ადარებდა დრაკულას. პროტესტის ნიშნად მოსკოვი 2013 წელს დატოვა.

ავტორი: გვანცა სუთიძე. 

დღის ამბები