01 ოქტომბერი 2024,   15:20
ვრცლად
თავდასხმა სამხედრო ბაზაზე - ახალი დეტალები

წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდლობის მხარდამჭერ ცენტრს კრწანისში უცხო პირები თავს დაესხნენ. შემთხვევა დღეს გამთენიისას მოხდა. როგორც ცნობილი ხდება დანაშაული სამმა პირმა ჩაიდინა.  

ოფიციალური ინფორმაციით, თავდამსხმელები სამხედრო ბაზაზე შეღწევას პოლიგონის ტერიტორიიდან ცდილობდნენ, მათ თავდაპირველად გუშაგს ცეცხლმაქრი ესროლეს, შემდეგ კი ტერიტორიაზე შესვლა სცადეს. 

როგორც თავდაცვის სამინისტროში განმარტავენ, გუშაგმა ჯერ სიტყვიერად გააფრთხილა თავდამსხმელები, შემდეგ ჰაერში გაისროლა, თუმცა თავდამსხმელებმა უკან არ დაიხიეს, რის შემდეგაც სამხედრომ ცეცხლი გახსნა. 

გარდაცვლილია ერთი თავდამსხმელი, რომელსაც ამ წუთებში ექსპერტიზა უტარდება. მისი ვინაობა უცნობია, თუმცა როგორც ცნობილია, რომ თავდამსხმელის იდენტიფიცირება რამდენიმე წუთში მოხდება. როგორც თავდაცვის სამინისტროში ამბობენ, თავდამსხმელს საბუთები თან არ ჰქონდა. 

"მიმდინარეობს გვამის იდენტიფიცირება. უახლოეს წუთებში გვეცოდინება ალბათ პიროვნება, რომელიც ერთ-ერთი დამნაშავეა. თავდამსხმელს ე.წ. გაზის პისტოლეტი და სანათი ჰქონდა თან. პოლიგონის მხრიდან ცდილობდნენ შემოსვლას, საბუთები არ ჰქონდა. სამივე მათგანი შეიჭრნენ გუშაგის ტერიტორიაზე, ცეცხლგამძლე ბალონი ესროლეს გუშაგს ამის შემდეგ გუშაგმა მათ სიტყვიერი გაფრთხილება მისცა, შემდეგ ჰაერში გაისროლა, თუმცა მის არცერთ მოთხოვნას არ დაემორჩილნენ, რის გამოც გუშაგმა მათ მის სამოქმედო ტერიტორიაზე ცეცხლი გაუხსნა,"- განაცხადა სამხედრო პოლიციის, გამოძიების მთავარი სამმართველოს, უფროსმა ზურაბ კუხიანიძემ. 

 

 

 

 

 

დღის ამბები