01 ოქტომბერი 2024,   15:31
ვრცლად
არასამთავრობოები საარჩევნო კომისიის წევრთა დაბალ კვალიფიკაციაზე საუბრობენ

საარჩევნო კომისიის წევრთა დაბალ კვალიფიკაციაზე საუბრობენ არასამთავრობოები და მეტი მობილიზებისკენ მოუწოდებენ კიდევ ერთხელ, საარჩევნო ადმინისტრაციას, გამოასწოროს ის ხარვეზები, რომელიც პირველ ტურში გამოვლინდა და მეორე ტურის შედეგები დროულად გაასაჯაროოს.

არასამთავრობოები ასევე არ გამორიცხავენ, ვითარების გამწვავებას ზოგიერთ უბანზე. ამის თავიდან ასარიდებლად კი მათი აზრით, საჭიროა პრევენციული ღონისძიებები. რაც შეეხება განმეორებით კენჭისყრას, ისინი პროცესს დადებითად აფასებენ.

 „შეიძლება მეორე ტურის წინ ჩვენ კიდევ ვნახოთ ტემპერატურის მატება და მეორე ტურებიც ალბათ საინტერესო იქნება ამ მხრივ. მნიშვნელოვანია პირველ რიგში, სამართალდამცავების ეფექტური მოქმედება, იმისათვის, რომ არ ქონდეს რაიმე ექსცესებს და ინციდენტებს ადგილი,“ - აცხადებს სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების აღმასრულებელი დირექტორი მიხეილ ბენიძე.

 საიას  წარმომადგენელი ლელა ტალიური ასევე აცხადებს, რომ მნიშვნელოვანია ის ხარვეზები, რაც 8 ოქტომბრის არჩევნებზე დაფიქსირდა, იყოს მინიმუმამდე დაყვანილი მეორე ტურისთვის.

საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო აპირებს კვლავ დააკვირდეს საარჩევნო პროცესს. ორგანიზაციის პროგრამის მენეჯერი ლევან ნატროშვილი უბნების დონეზე საარჩევნო ადმინისტრაციის დაბალ კვალიფიკაციაზე საუბრობს.

 

დღის ამბები