07 ოქტომბერი 2024,   16:32
ვრცლად
კალეს ლტოლვილთა ბანაკში მიგრანტები სამართალდამცველებს დაუპირისპირდნენ

დაპირისპირება მოხდა სამართალდამცველებსა და მიგრანტებს შორის კალეს ლტოლვილთა ბანაკში. არეულობა საფრანგეთის ხელისუფლების მიერ ბანაკის დანგრევის შესახებ მიღებულმა გადაწყვეტილებამ გამოიწვია.

ლტოლვილებმა პოლიციას ქვები დაუშინეს და შენობებს ცეცხლი წაუკიდეს. სამართალდამცველებმა მათ წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი გამოიყენეს.

წინააღმდეგობის მოუხედავად, ადგილობრივი ხელისუფლება მიგრანტებს დროებით საცხოვრებლებში გადაყვანას დღეს აპირებს.

ბანაკში მცხოვრები ლტოლვილები თავშესაფრის მიღების მიზნით, დიდ ბრიტანეთში გადასვლას გეგმავდნენ.

დღის ამბები