07 ოქტომბერი 2024,   16:34
ვრცლად
ბარაკ ობამა დონალდ ტრამპს აკრიტიკებს

ბარაკ ობამა დონალდ ტრამპს აკრიტიკებს. შეერთებული შტატების ლიდერის განცხადებით, პრეზიდენტობის რესპუბლიკელი კანდიდატი ყოველდღიურად ამტკიცებს, რომ ამ თანამდებობისთვის შეუფერებელია.

განცხადება ბარაკ ობამამ ლას ვეგასში, ჰილარი კლინტონის მხარდასაჭერად გამართულ წინასაარჩევნო შეხვედრაზე გააკეთა.

რეიტინგებში პრეზიდენტობის დემოკრატი კანდიდატის უპირატესობას აღიარებენ დონალდ ტრამპის საარჩევნო შტაბშიც, თუმცა აცხადებენ, რომ დანებებას არ აპირებენ.

ბოლო სოციოლოგიური გამოკითხვის თანახმად, იუტას და არიზონას შტატების მოსახლეობამ, რომელიც ყოველთვის რესპუბლიკელი კანდიდატების მხარდაჭერით გამოირჩევა, ათწლეულების განმავლობაში, პირველად ხმა შესაძლოა, დემოკრატი კანდიდატის სასარგებლოდ მისცეს. 

დღის ამბები