01 ოქტომბერი 2024,   15:38
ვრცლად
ქართული ღვინის კულტურას და ისტორიას პოლონეთის ღვინის აკადემიის სკოლაში შეასწავლიან

ქართული ღვინის კულტურასა და ისტორიას პოლონეთის ღვინის აკადემიის ერთ-ერთ სკოლაში შეასწავლიან. თანამშრომლობის მემორანდუმი ღვინის ეროვნულ სააგენტოსა და პოლონეთის მევენახეობა-მეღვინეობის განვითარების ფონდს შორის  გაფორმდა.

შეთანხმების მიზანი ქართული ღვინის პოპულარიზაციაა.

„საქართველო სულ უფრო და უფრო პოპულარული ხდება პოლონელი ტურისტებისთვის, ღვინის ტურიზმისთვის, მათთვის, ვინც დაინტერესებულია ნახოს ვენახები, ღვინის საწარმოები, მწარმოებლები და რაღა თქმა უნდა, დააგემოვნოს ღვინო. ჩვენი მეღვინეობა-მევენახეობის ხელშემწყობი ფონდის მიზანია მიაწოდოს საზოგადოებას მეტი ინფორმაცია ქართული ღვინის შესახებ, როგორც მწარმოებლებს, ასევე მომხმარებლებს,” - განაცხადა პოლონეთის მევენახეობა-მეღვინეობის განვითარების ფონდის წარმომადგენელმა.

დღის ამბები