07 ოქტომბერი 2024,   16:29
ვრცლად
5 წლიანი ტყვეობის შემდეგ, სომალელმა მეკობრეებმა 26 მძევალი გაათავისუფლეს

თითქმის, 5 წლიანი ტყვეობის შემდეგ სომალელმა მეკობრეებმა 26 მძევალი გაათავისუფლეს. მეზღვაურები მეკობრეებმა გამოსასყიდის გადახდის შემდეგ გაუშვეს. ისინი ჩინეთის, ფილიპინების, კამბოჯის, ინდონეზიისა და ტაივანის მოქალაქეები არიან.

მათი გემი მეკობრეებმა 2012 წელს გაიტაცეს და მძევლებს მხოლოდ წყალს აწვდიდნენ.

გათავისუფლებული მეზღვაურები აცხადებენ, რომ გადარჩენა მღრღნელების ჭამით შეძლეს, თუმცა ტყვეობის დროს ორი კოლეგა მაინც დაეღუპათ.

დღის ამბები