07 ოქტომბერი 2024,   16:29
ვრცლად
მალტაში მცირე ზომის თვითმფრინავმა კატასტროფა განიცადა - დაიღუპა 5 ადამიანი

მალტაში მცირე ზომის თვითმფრინავმა კატასტროფა განიცადა. ბორტზე 5 ადამიანი იმყოფებოდა და ყველა მათგანი დაიღუპა. თვითმფრინავი აფრენიდან რამდენიმე წუთში, ასაფრენ ბილიკთან ახლოს ჩამოვარდა და აფეთქდა.

გავრცელდა ცნობა, რომ ბორტზე ევროკავშირის საზღვრის დაცვის სააგენტოს Frontex-ის თანამშრომლები იმყოფებოდნენ, თუმცა თავად სააგენტომ განაცხადა, რომ თვითმფრინავი მათ არ დაუქირავებიათ.

ცნობილია, რომ დაღუპულები ამერიკელები არიან. ისინი ლიბიის ქალაქ მისრატში მიფრინავდნენ. მომხდარის გამო აეროპორტში ფრენების მიღება დროებით შეაჩერეს.

დღის ამბები