07 ოქტომბერი 2024,   16:37
ვრცლად
ერაყის სამთავრობო ძალები მოსულს უახლოვდებიან

ერაყის სამთავრობო ძალები მოსულს უახლოვდებიან. ქურთ მებრძოლებს ამ დროისთვის 8 სოფელი აქვთ ალყაში მოქცეული და მოსულის მახლობლად მდებარე ქალაქ ბაშიქას ასაღებად იბრძვიან.

გავრცელებული ცნობით, მათ უკვე დაიკავეს მნიშვნელოვანი მაგისტრალი, რაც რადიკალ ისლამისტებს თავისუფლად გადაადგილების საშუალებას შეუზღუდავს.

ბაშიქა იმ სამხედრო ბაზის ახლოს მდებარეობს, სადაც თურქეთის სამხედრო ძალები სუნიტ მებრძოლებს წვრთნიან.

ქვეყნის პრემიერმინისტრის განცხადებით, რეგიონში ე.წ. ისლამური სახელმწიფოს პოზიციებზე საარტილერიო იერიშები თურქმა სამხედროებმაც განახორციელეს, თუმცა ოფიციალური ბაღდადი ოპერაციაში ანკარის მონაწილეობას ეწინააღმდეგება.

დღის ამბები