01 ოქტომბერი 2024,   15:40
ვრცლად
სინოპტიკოსები ხვალიდან თბილისის შემოგარენში თოვლს ელოდებიან - მოსალოდნელია ტემპერატურის მკვეთრი დაცემა

არ არის გამორიცხული, რომ თბილისის შემოგარენში თოვლჭყაპი იყოს. ამის შესახებ გარემოს ეროვნული სააგენტოს ჰიდრომეტეოლოგიური სამსახურის უფროსმა, რამაზ ჭითანავამ სხვა შუა დღის პირდაპირ ეთერში განაცხადა. 

მისი თქმით, აღმოსავლეთ საქართველოში ჰაერის ტემპერატურა მკვეთრად დაეცემა, მაქსიმალური ტემპერატურა 2-7 გრადუსი იქნება.

ჭითანავას განცხადებით, ხვალ, ზეგ ადგილი ექნება ცივი ჰაერის მასების შემოჭრას, რაც მთელ საქართველოში ნალექს გამოიწვევს, დაბლობსა და ბარში იწვიმებს, ხოლო მაღალ მთაში კი მოთოვს, ზოგან კი ძლიერი თოვლი იქნება.

27 ოქტომბრიდან შედარებით გამოიდარებს, 30 ოქტომბრიდან კი შესაძლოა ამინდი ისევ შეიცვალოს.

 

ავტორი: ნია ტყეშელაშვილი. 

დღის ამბები