01 ოქტომბერი 2024,   15:22
ვრცლად
ჭოველიძის ქუჩაზე მაცხოვრებლები სკვერის მოწყობას ითხოვენ

ჭოველიძის ქუჩაზე მაცხოვრებლები სკვერის მოწყობას ითხოვენ. ქუჩის ბოლოში არსებულ ტერიტორიაზე დღეს, ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად, ნაციონალური მოძრაობის მთაწმინდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, ნიკა რურუა და ბუნების დამცველები მივიდნენ.

ისინი ამბობენ, რომ ტერიტორია წლების განმავლობაში ნაგავსაყრელად არის ქცეული. მათი ინფორმაციით, მიწის ფართობი მუნიციპალურ საკუთრებაშია და არ გამორიცხავენ, რომ მერიამ ადგილზე მშენებლობის ნებართვა გასცეს.

ბუნების დამცველები ტერიტორიაზე სკვერის მოწყობის მნიშვნელობაზე ამახვილებენ ყურადღებას. 

დღის ამბები