01 ოქტომბერი 2024,   15:40
ვრცლად
"ყველაფერი შესაძლებელია"-პროექტი შშმ პირების უფასო გადამზადებისთვის

ყველაფერი შესაძლებელია - ამ სახელწოდების პროექტის პრეზენტაცია გაიმართა ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში.

პროგრამა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების უფასო გადამზადებას გულისხმობს.

პროექტის მიზანს, დასაქმების მსურველი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის განათლების ხელმისაწვდომობის გაზრდა, კვალიფიკაციის ამაღლებასა და მათი შემდგომი დასაქმების ხელშეწყობას წარმოადგენს.

რეგისტრაციის დაწყების შესახებ ინფორმაცია უნივერსიტეტის ვებგვერდსა და სოციალურ მედიაში განთავსდება.

 

დღის ამბები