01 ოქტომბერი 2024,   15:23
ვრცლად
25 ნოემბერს თსუ-ს თვითმმართველობის არჩევნები გაიმართება

თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის თვითმმართველობამ დღეს სტუდენტებს თვითმმართველობის არჩევნების თარიღი გააცნო.

თვითმმართველობის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის განცხადებით, საარჩევნო დებულებაში შეტანილია ცვლილებები, რომლებიც უნივერსიტეტის ვებგვერდზე გამოქვეყნდება.

„სტუდენტური თვითმმართველობის არჩევნები გაიმართება 25 ნოემბერს. რაც შეეხება ცვლილებებს - იქნება პირდაპირი წესი საარჩევნო სისტემის. კონკრეტული ფაკულტეტების მიხედვით, კონკრეტული კურსიდან საუკეთესო შედეგის მქონე სტუდენტები პირდაპირ შევლენ საბჭოებში,“-განახადა თსუ-ს თვითმმართველობის პრეზიდენტობის მოვალეობის შემსრულებელმა ბახვა კვირიკაშვილმა.

დღის ამბები