07 ოქტომბერი 2024,   16:35
ვრცლად
მალტაში ავიაკატასტროფის შედეგად გარდაცვლილები საფრანგეთის საბაჟო სამსახურის თანამშრომლები იყვნენ

მალტაში ავიაკატასტროფის შედეგად გარდაცვლილები საფრანგეთის საბაჟო სამსახურის თანამშრომლები იყვნენ.

შემთხვევა დილით მოხდა. მცირე ზომის თვითმფრინავი აფრენიდან რამდენიმე წუთში აეროპორტის ტერიტორიაზე ჩამოვარდა და აფეთქდა. ბორტზე მყოფი 5-ვე ადამიანი ადგილზე დაიღუპა.

თავდაპირველად გავრცელდა ცნობა, რომ თვითმფრინავის მგზავრები ევროკავშირის საზღვრის დაცვის სააგენტოს Frontex-ის თანამშრომლები იყვნენ, თუმცა ორგანიზაციის ხელმძღვანელობამ ეს ინფორმაცია უარყო.

მომხდარის გამო მალტის საერთაშორისო აეროპორტში რეისების მიღება დროებით შეაჩერეს.

დღის ამბები