01 ოქტომბერი 2024,   15:34
ვრცლად
ავტოსაგზაო შემთხვევა ქედაში მსხვერპლით დასრულდა

ავტოსაგზაო შემთხვევა ქედაში მსხვერპლით დასრულდა. ავტომობილი გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და მდინარე აჭარისწყალში ჩავარდა. ავარიის დროს მანქანაში სამი ადამიანი იმყოფებოდა, რომელთაგან 2 გარდაიცვალა, ხოლო ერთი დაშავებული ქალბატონი მაშველებმა ამოიყვანეს და ის საავადმყოფოშია გადაყვანილი. სამაშველო ოპერაცია ერთ საათზე მეტ ხანს გრძელდებოდა.

ადგილზე მობილიზებული იყო 13 მაშველი, ორი წყალზე მყვინთავი და ორი სახანძრო ბრიგადა. ცხედრები უკვე გადაასვენეს პროზექტურაში.

როგორც შსს-მ რუსთავი 2-თან საუბრისას განაცხადა, მომხდარზე საქმე აღძრულია სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-7 ნაწილით, რაც გულისხმობს სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის ან ექსპლუატაციის წესების დარღვევას, რამაც გამოიწვია 2, ან 2 -ზე მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა.

დღის ამბები