01 ოქტომბერი 2024,   15:25
ვრცლად
სამკაულები ლელა წურწუმიასგან - ახალი ბრენდი ქართულ ბაზარზე

ლელა წურწუმია პუბლიკას პრეზენტაციაზე ეპატიჟება, მაგრამ ეს არ იქნება მისი სიმღერების ახალი ალბომის წარდგენა. მომღერალი ბენეფისის ნაცვლად ექსპოზიციას აწყობს და საკუთარი დიზაინით დამზადებულ სამკაულს გამოფენს.

კოლექციაზე ლელა წურწუმიამ სამკაულის დიზაინერთან, თორნიკე ჯგერენაიასთან ერთად იმუშავა. ლელა და თოროს ბრენდით შექმნილი ნივთები სრულიად განსხვავდება ნამუშევრებისგან, რომელიც მის თანაავტორს დამოუკიდებლად შეუქმნია.

ექსპოზიცია Mercedes-Benz-ის მოდის კვირეულის ფარგლებში მოეწყობა.

ავტორი: მაიკო ლომიძე 

დღის ამბები