09 ოქტომბერი 2024,   20:26
ვრცლად
წითელი ჯვარი აღმოსავლეთ უკრაინაში მისიას აჩერებს

წითელი ჯვარი აღმოსავლეთ უკრაინაში მისიას დროებით აჩერებს. გადაწყვეტილება საერთაშორისო ჰუმანიტარულმა ორგნიზაციამ მას შემდეგ მიიღო, რაც ორი დღის წინ დონეცკში იერიშების შედეგად წითელი ჯვრის თანამშრომელი დაიღუპა.

38 წლის ლორან დუ პასკაიეს ცხედარი უკვე გადაასვენეს დონეცკიდან. ოფიციალური კიევი მის გარდაცვალებაში სეპარატისტებს ადანაშაულებს, რომლებიც უკვე რამდენიმე კვირაა დონეცკის აეროპორტის აღებას ცდილობენ და ბრძოლისას ზალპური ცეცხლის სისტემებს იყენებენ. ბრძოლები მიმდებარე ტერიტორიაზე ისევ გრძელდება, თუმცა კიევის ინფორმაციით, აეროპორტს უკრაინის არმია აკონტროლებს.

დღის ამბები