07 ოქტომბერი 2024,   16:34
ვრცლად
რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის მიერ სანქციების გაგრძელებას 5 ქვეყანა შეუერთდა

რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის მიერ სანქციების გაგრძელებას 5 ქვეყანა - უკრაინა, მონტენეგრო, ალბანეთი, ლიხტენშტეინი და ნორვეგია შეუერთდა.

ევროკავშირის საბჭოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ჩამოთვლილი ქვეყნები საბჭოს გადაწყვეტილებას საკუთარ ეროვნულ პოლიტიკას შეუსაბამებენ.

აქვე აღნიშნულია, რომ მსგავს ნაბიჯს ევროკავშირი მიესალმება.

ევროპის ქვეყნებმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გაგრძელების შესახებ გადაწყვეტილება 15 სექტემბერს მიიღეს და ის მოსკოვის მიერ, მინსკის შეთანხმების შეუსრულებლობასა და სირიაში განხორციელებულ იერიშებს უკავშირდება.

დღის ამბები