01 ოქტომბერი 2024,   15:36
ვრცლად
სამუშაო ადგილებზე დასაქმებულთა დაღუპვის გახშირებული ფაქტები - არასამთავრობოები ხელისუფლებას მიმართავენ

სამუშაო ადგილებზე დასაქმებულთა დაღუპვის გახშირებულ ფაქტებთან დაკავშირებით არასამთავრობო ორგანიზაციები და პროფკავშირების გაერთიანება ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ.

"მომხდარმა ნათელი გახადა, რომ ეფექტური გამოძიების გარდა, აუცილებელია შრომის უსაფრთხოების დაცვის პოლიტიკის დაუყოვნებლივი გადახედვა" - წერია ტექსტში.

აქვე ნათქვამია, რომ სამი წლის წინ გატარებული რეფორმების შედეგად შრომის კოდექსში გაჩნდა მინიმალური სტანდარტები, თუმცა მან დასაქმებულთა უფლებები ვერ გააუმჯობესა.

ხელმომწერი ორგანიზაციები მოუწოდებენ სამართალდამცველ ორგანოებს მომხდარი ტრაგიკული შემთხვევები დროულად გამოიძიონ. პარლამენტსა და მთავრობას კი მიმართავენ, დაუყოვნებლივ შეიქმნას შრომის ინსპექტირების ეფექტური მექანიზმი და საქართველომ მოახდინოს ევროპის სოციალური ქარტიის მე-3 მუხლის რატიფიცირება.

„ბოლო პერიოდში მოხდა სამი ამგვარი შემთხვევა, როდესაც სიცოცხლის მოსპობა დაფიქსირდა მშენებლობის და სხვადასხვა სამუშაო ადგილებზე, რაც არის სახელმწიფოს არაეფექტური შრომის პოლიტიკის ერთ-ერთი გამოვლინება. ამდენად, არასამთავრობო ორგანიზაციები და პროფესიული კავშირები მივიჩნევთ, რომ მნიშვნელოვანია სახლემწიფომ არსებითად და ძალიან სწრაფად გადახედოს შრომის უსაფრთხოების პოლიტიკას,“ - აცხადებს ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის წარმომადგენელი ლინა ღვინიანიძე.

დღის ამბები