07 ოქტომბერი 2024,   16:31
ვრცლად
ერაყის ქალაქ მოსულთან ქვეყნის არმია პოზიციებს იმყარებს

ერაყის ქალაქ მოსულთან ქვეყნის არმია პოზიციებს იმყარებს. რამდენიმე სოფლის დაბრუნების შემდეგ, მათ ერთ-ერთი სკოლის შენობაში შეფარებულ ათობით ადამიანს ტერიტორიის უსაფრთხოდ დატოვების საშუალებაც მისცეს.

იარაღის საცავები, ტერორისტების ავტომობილები და მიწისქვეშა გვირაბები - ის ძირითადი ობიექტებია, რომელზეც ქალაქ მოსულში კოალიცია და ერაყის არმია იერიშებს ახორციელებს. მათ ქურთების შეიარაღებული დაჯგუფებაც ეხმარება.

მოსული ბოლო ქალაქია, რომელიც ერაყის ტერიტორიაზე ტერორისტული დაჯგუფება ისლამური სახელმწიფოს ხელში რჩება.

დღის ამბები