07 ოქტომბერი 2024,   16:36
ვრცლად
ტრამპი და კლინტონი გამარჯვებისთვის ფლორიდის, ტეხასისა და კანზასის შტატებში იბრძვიან

დონალდ ტრამპი და ჰილარი კლინტონი გამარჯვებისთვის ფლორიდის, ტეხასისა და კანზასის შტატებში იბრძვიან.

საარჩევნო უბნები უკვე გაიხსნა, სადაც ვადაზე ადრე აძლევენ მოქალაქეები ხმას. ვადამდელი ხმის მიცემა შეერთებული შტატების საარჩევნო სისტემით დასაშვებია.

ბოლო გამოკითხვების მიხედვით, ქვეყნის მასშტაბით კლინტონს 51%, ტრამპს 45%-იანი მხარდაჭერა აქვს.

ფლორიდაში უკვე რამდენიმე კვირაა ხმის მიცემა ფოსტის საშუალებითაც შეიძლება.

არჩევნებში წინასწარი მონაწილეობის გზით უკვე მისცა ხმა 7-მა მილიონმა მოქალაქემ. როგორც ვარაუდობენ, 8 ნოემბრის არჩევნებამდე შესაძლოა, ამ შანსით კიდევ 39-მა მილიონმა ამერიკელმა ისარგებლოს.

დღის ამბები