07 ოქტომბერი 2024,   16:29
ვრცლად
სარკინიგზო ავარია სამხრეთ აფრიკაში - 1 გარდაცვლილი და 122 დაშავებული

122 ადამიანი დაშავდა სამხრეთ აფრიკაში მომხდარი 2 მატარებლის შეჯახების შედეგად. დაიღუპა 1 მგზავრი.

ინციდენტი იოჰანესბურგის აღმოსავლეთით მოხდა. უცნობი მიზეზების გამო ორი მატარებელი ერთი და იმავე რელსზე აღმოჩნდა.

ეს ქვეყანაში ერთ-ერთი ყველაზე დატვირთული მატარებლის ხაზია.

პირველადი ვერსიით, შესაძლოა შეჯახება რკინიგზის თანამშრომლის შეცდომამ გამოიწვია, თუმცა, ჯერ არავინაა დაკავებული. მომხდარზე გამოძიება მიმდინარეობს.

დღის ამბები