07 ოქტომბერი 2024,   16:29
ვრცლად
ძლიერი აფეთქება ანტალიაში - დაშავებულია 12 ადამიანი

ძლიერი აფეთქება მოხდა თურქეთში, ანტალიის სავაჭრო-სამრეწველო პალატის შენობასთან ახლოს მდებარე ავტოსადგომზე. დაიწვა რამდენიმე მანქანა, შენობაში კი მინები ჩაიმსხვრა. შედეგად 12 ადამიანი დაშავდა.

აფეთქების გამომწვევი მიზეზი უცნობია. ოფიციალური პირების განცხადებით, ტერაქტზე საუბარი ჯერ ნაადრევია, რადგან გამოძიება ავარიის ვერსიასაც არ გამორიცხავს.

შემთხვევის ადგილზე მობილიზებულია საგამოძიებო ჯგუფები და სასწრაფო დახმარების მანქანები. სხეულის მსუბუქი დაზიანებებით საავადმყოფოში ყველა დაზარალებული გადაიყვანეს.

დღის ამბები