07 ოქტომბერი 2024,   16:31
ვრცლად
საერთაშორისო ორგანიზაციები გაეროს ადამიანის უფლებათა დაცვის საბჭოდან რუსეთის გარიცხვას მოითხოვენ

საერთაშორისო ორგანიზაციები გაეროს ადამიანის უფლებათა დაცვის საბჭოდან რუსეთის გარიცხვას მოითხოვენ. განცხადებას ხელს 80 გავლენიანი არასამთავრობო ჰუმანიტარული და უფლებადამცველი ორგანიზაცია აწერს. მათ შორის არიან Human Rights watch და care international.

დოკუმენტის ავტორები განმარტავენ, რომ მოსკოვი სირიაში სამხედრო ოპერაციებს ატარებს, რომელთა სამიზნეც მშვიდობიანი მოქალაქეები და სამოქალაქო ობიექტები ხდება.

შესაბამისად, რუსეთს არ აქვს უფლება იყოს გაეროს იმ ინსტანციის წევრი, რომელიც ადამიანის უფლებების დაცვას ისახავს მიზნად.

საერთაშორისო ორგანიზაციები მოუწოდებენ გაეროს ადამიანის უფლებათა დამცველ საბჭოს, გადაწყვეტილება ახალი წევრების არჩევნებამდე მიიღოს.

კენჭისყრა 28 ოქტომბერსაა დაგეგმილი. რუსეთი უნგრეთსა და ხორვატიასთან ერთად, ამ ინსტანციაში აღმოსავლეთ ევროპის წარმომადგენლის სტატუსის მოპოვებას შეეცდება.

დღის ამბები