07 ოქტომბერი 2024,   16:29
ვრცლად
ტერაქტი პაკისტანში - დაღუპულია 59 ადამიანი

ისლამისტების თავდასხმას პაკისტანში მსხვერპლი მოჰყვა. ტერორისტები ქალაქ კვეტაში პოლიციის აკადემიას დაესხნენ თავს, ცეცხლი გახსნეს და შენობაში მყოფი კადეტები მძევლად აიყვანეს.

სამართალდამცველების ინფორმაციით, სასწავლებელში სამი შეიარაღებული ტერორისტი შეიჭრა, მათ სხეულზე შაჰიდის ქამრები ქონდათ დამონტაჟებული. ისინი უმისამართოდ ისროდნენ, მოგვიანებით კი, სულ მცირე ორი აფეთქების ხმაც გაისმა.

პოლიციის განცხადებით, დაღუპულია 59 ადამიანი, თუმცა არ გამორიცხავენ, რომ გარდაცვლილთა რიცხვი კიდევ გაიზარდოს, რადგან ტერაქტის შედეგად ასამდე ადამიანი დაშავდა.

თავდასხმის დროს აკადემიის ტერიტორიაზე 500-მდე სტუდენტი იმყოფებოდა. სპეცოპერაცია ტერორისტების წინააღმდეგ 2 საათს გაგრძელდა.

პოლიციის განცხადებით, სამივე ტერორისტი ლიკვიდირებულია. მომხდარზე პასუხისმგებლობა ჯერჯერობით, არცერთ ტერორისტულ ორგანიზაციას არ აუღია.

დღის ამბები