07 ოქტომბერი 2024,   16:32
ვრცლად
ობამამ იუმორისტულ გადაცემაში Twitter-ზე დონალდ ტრამპის კომენტარები წაიკითხა

არჩევნების თემას მიეძღვნა ბარაკ ობამას სტუმრობა ABC-ის იუმორისტულ გადაცემაში. შეერთებული შტატების პრეზიდენტმა სოციალურ ქსელ Twitter-ზე დონალდ ტრამპის კომენტარები წაიკითხა, რომლებიც ძირითადად მის კრიტიკას ეთმობოდა.

ობამას განცხადებით, რესპუბლიკელთა კანდიდატისგან განსხვავებით, დილის 3 საათზე სოციალურ ქსელებში არ პასუხობს იმ ადამიანებს, რომლებიც აგინებენ.

პრეზიდენტმა ისიც აღიარა, რომ კმაყოფილია კონსტიტუციით, რადგან მესამე ვადით არჩევის შემთხვევაში, მეუღლე აუცილებლად დაშორდებოდა.

დღის ამბები