07 ოქტომბერი 2024,   16:36
ვრცლად
ნიუ იორკმა პრინცესა გრეის კელის საქველმოქმედო ფონდის გალა საღამოს უმასპინძლა

ნიუ იორკმა პრინცესა გრეის კელის საქველმოქმედო ფონდის გალა საღამოს უმასპინძლა. მონაკოს პრინცესას სახელობის ფონდმა ცეკვის, თეატრისა და კინო ხელოვნებაში შეტანილი წვლილისთვის გამორჩეული ვარსკვლავები დააჯილდოვა.

წელს პრინცესა გრეის ფონდის ჯილდო მომღერალმა და მსახიობმა ქვინ ლატიფამ, ბროდვეის ვარსკვლავმა ლესლი ოდომმა და ქორეოგრაფმა შამილ ბრაუნმა მიიღეს.

დაჯილდოვების ცერემონიას მონაკოს სამეფო ოჯახის წევრები - პრინცი ალბერტ მეორე და მისი მეუღლე, პრინცესა შარლინი ესწრებოდნენ.

პრინცესა გრეისის ფონდი კინოს, თეატრისა და ცეკვის ხელოვნების წარმომადგენლებს ყოველწლიურად აჯილდოვებს.

ფონდი 34 წლის წინ მონაკოს პრინცმა, რეინერ მესამემ, მისი მეუღლის პატივსაცემად დაარსა.

დღის ამბები