07 ოქტომბერი 2024,   16:33
ვრცლად
ანტალიაში აფეთქებას ამ დრომდე ტერორისტული აქტის სტატუსი არ მინიჭებია

თურქი სამართალდამცველები ანტალიაში მომხდარ აფეთქების ორ ვერსიაზე მუშაობენ. არ გამორიცხავენ არც უბედურ შემთხვევას და არც ტერაქტს.

ქალაქის გარეუბანში, სავაჭრო-სამრეწველო პალატის შენობასთან ახლოს მდებარე ავტოსადგომზე მანქანა აფეთქდა.

დაიწვა 4 ავტომობილი, შენობაში კი მინები ჩაიმსხვრა, დაშავდა 12 ადამიანი. ისინი საავადმყოფოებში გადაიყვანეს. თუმცა, არცერთი მათგანის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

სავაჭრო პალატაში დღეს შეხვედრა იგეგმებოდა, რომელსაც ანტალიის მერიც უნდა დასწრებოდა.

 

დღის ამბები