01 ოქტომბერი 2024,   15:30
ვრცლად
TBC გალერეაში რუსუდან ფეტვიაშვილის პირველი სრული ალბომის პრეზენტაცია გაიმართება

რუსუდან ფეტვიაშვილის პირველი სრული ალბომის პრეზენტაცია გაიმართება დღეს TBC გალერეაში. ალბომი ორენოვანია და 200-მდე ნამუშევარს აერთიანებს. საგამოფენო სივრცეში მისულ დამთვალიერებელს ცნობილი ქართველი მხატვრის ექსპოზიციის ნახვის საშუალებაც ექნება.

მხატვრის სამი ახალი ნამუშევარი პირველად ალბომის პრეზენტაციაზე გამოიფინება.

მხატვრის პირველი სრული ალბომის შეძენა წიგნის მაღაზიებში ხვალიდან იქნება შესაძლებელი.

 

ავტორი: ანუკა ელიზბარაშვილი 

დღის ამბები