01 ოქტომბერი 2024,   15:24
ვრცლად
მერიის გადაწყვეტილებით, ივანიშვილისთვის გადაცემულ ბოტანიკური ბაღის ტერიტორიაზე ასობით ხე მოიჭრება

ბოტანიკური ბაღის ყოფილ ტერიტორიაზე, რომელიც უკვე ივანიშვილის საკუთრებაა, მწვანე ნარგავი, სავარაუდოდ, მალე განადგურდება. მერიის სპეციალურმა საბჭომ დაადგინა, რომ აქ არსებული ასობით ხე უვარგისია და უნდა მოიჭრას. ეს გადაწყვეტილება კი ტერიტორიის განვითარების შესახებ მომზადებულ დოკუმენტში ჩაიწერა, რომლის საბოლოო ვერსიაც უკვე საკრებულოშია.

ამ გადაწყვეტილებით დედაქალაქის მთავრობა თავად არღვევს გენერალურ გეგმას, რომლის შექმნაშიც მილიონობით ლარი გადაიხადა. ვიდრე გერმანული კომპანიის დაკვეთით ქართველი სპეციალისტების ჯგუფი ერთი წლის განმავლობაში თბილისის განვითრების პროექტს ადგენდა, ადგილობრივმა ხელისუფლებამ მოასწრო და წამოიწყო პროექტები, რომლებიც რადიკალურად ეწინააღმდეგება გერმანულ-ქართულ გეგმას.

მთავარი კი მათ შორის არის ბოტანიკური ბაღის, პანორამა თბილისის, ელიავას ბაზრობის და სხვა პროექტები. ოპოზიცია ამ პროექტების განხორციელებას კვლავ ბიძინა ივანიშვილის სახელს უკავშირებს.

 

 

ავტორი: ეკო მაღრაძე

 

დღის ამბები