07 ოქტომბერი 2024,   16:29
ვრცლად
ჰილარი კლინტონის საგარეო პოლიტიკა სირიის კრიზისს მესამე მსოფლიო ომამდე მიიყავნს - დონალდ ტრამპი
ჰილარი კლინტონის საგარეო პოლიტიკა სირიის კრიზისს მესამე მსოფლიო ომამდე მიიყავნს - ამის შესახებ რესპუბლიკელების პრეზიდენტობის კანდიდატმა დონალდ ტრამპმა საგარეო პოლიტიკის შესახებ მიცემულ ინტერვიუში განაცხადა. მისი თქმით შეერთებული შტატების პრიორიტეტი ტერორისტული დაჯგუფება ისლამური სახელმწიფოს დამარცხება უნდა იყოს და არა ასადის წინააღმდეგ ბრძოლა.
 
ჰილარი კლინტონი კი, რომელიც დღეს 69 წლის გახდა, მიიჩნევს რომ ბოლო დებატები მისთვის წარმატებული იყო და დაბადების დღის წინა საჩუქარი გამოვიდა. იგი ასევე აცხადებს, რომ მას ჯერ კიდევ აშფოთებს დონალდ ტრამპის სიტყვები იმასთან დაკავშირებით, რომ წაგების შემთხვევაში მან შესაძლოა არ ცნოს არჩევნების შედეგები.
დღის ამბები