01 ოქტომბერი 2024,   15:30
ვრცლად
უხვ ნალექს გომბორის უღელტეხილზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოჰყვა

უხვ ნალექს გომბორის უღელტეხილზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოჰყვა. თელავიდან თბილისისკენ მომავალი მსუბუქი ავტომობილი მოცურდა და გზის დამცავ ჯებირს დაეჯახა.

მანქანაში ხუთი ადამიანი იმყოფებოდა. არცერთი მათგანი არ დაშავებულა.

გუშინ საღამოს გომბორის უღელტეხილის გარკვეულ მონაკვეთზე ასევე მოყინა და საჭირო გახდა ტექნიკური მარილის დაყრა. მობილიზებულია შესაბამისი ტექნიკა.

პერიმეტრს ასევე აკონტროლებენ საპატრულო პოლიციის თანამშრომლები. უღელტეხილზე ზაფხულის საბურავებით გადაადგილება აკრძალულია.

დღის ამბები