07 ოქტომბერი 2024,   16:37
ვრცლად
იტალიის სანაპირო დაცვამ ათასზე მეტი მიგრანტი ზღვაში სიკვდილს გადაარჩინა

იტალიის სანაპირო დაცვამ ათასზე მეტი მიგრანტი ზღვაში სიკვდილს გადაარჩინა. აფრიკიდან გამოქცეულები წითელი ჯვრის მისიის დახმარებით კუნძულ სიცილიაზე გადაიყვანეს.

იტალიის პრემიერი მატეო რენცი კი აცხადებს, რომ ქვეყანას არ შეუძლია მომავალ წელს იმდენივე რაოდენობის მიგრანტი მიიღოს, რამდენიც 2016-ში.

იგი ევროპის ქვეყნებს დახმარებას სთხოვს. მიმდინარე წელს იტალიაში 155 ათასი მიგრანტი გადავიდა.

მხოლოდ ერთი წლის განმავლობაში ხმელთაშუა ზღვაში ნავების გაუმართაობის გამო 3 ათასზე მეტი ადამიანი დაიღუპა.

დღის ამბები