07 ოქტომბერი 2024,   16:32
ვრცლად
ერაყში პირველი საერთაშორისო ჰუმანიტარული მისია შევიდა

ტერორისტების მიერ კონტროლირებად ქალაქ მოსულიდან გამოქცეული მოქალაქეების დასახმარებლად ერაყში პირველი საერთაშორისო ჰუმანიტარული მისია შევიდა.

დახმარება 60 ათას ადამიანზეა გათვლილი, თუმცა ქალაქში ამ დრომდე რჩება 250 ათასამდე ადამიანი.

ბრძოლების ფონზე კი პარიზში კოალიციისა და შეერთებული შტატების თავდაცვის მინისტრები შეიკრიბნენ.

ამერიკის თავდაცვის მდივანმა ეშტონ კარტერმა, მოსულში მიმდინარე სამხედრო ოპერაციის ბოლო დეტალები გააცნო კოლეგებს, ყურადღება გაამახვილა შეერთებული შტატების როლზე ქალაქ მოსულის დაბრუნების შემდეგ და ჰუმანიტარულ საკითხებზე.

დღის ამბები