07 ოქტომბერი 2024,   16:30
ვრცლად
ვენესუელის საკანონმდებლო ორგანოში პრეზიდენტის შესაძლო იმპიჩმენტის საკითხი ხელჩართულ ჩხუბში გადაიზარდა

ვენესუელის საკანონმდებლო ორგანოში პრეზიდენტ მადუროს შესაძლო იმპიჩმენტის საკითხი ხელჩართულ ჩხუბში გადაიზარდა.

ეროვნულ ასამბლეაში ოპოზიცია ნიკოლას მადუროს გადადგომისა და მისი პოლიტიკური გასამართლების მოთხოვნით გამოვიდა.

მათ აზრით პრეზიდენტმა დემოკრატიის პრინციპები უხეშად დაარღვია, რასაც არ ეთანხმება სახელისუფლებო სოციალისტური პარტია.

მადუროს მოწინააღმდეგეები აცხადებენ, რომ პრეზიდენტმა ქვეყანაში დიქტატურა დაამყარა, იგი დევნის კონკურენტებს და მისი მმართველობის შესახებ პლებისციტის ჩატარება შეგნებულად დაბლოკა.

დღის ამბები