01 ოქტომბერი 2024,   15:31
ვრცლად
უამინდობა საქართველოში-თბილისის მერმა შესაბამის უწყებებს დავალებები მისცა

მთავრობის სხდომა თბილისის მერიაში - დავით ნარმანიამ ბაგა-ბაღების სააგენტოს, თბილსერვის ჯგუფსა და გამგეობების წარმომადგენლებს დავალებები მისცა. მან მოუწოდა შესაბამის უწყებებს ყურადღება გამახვილდეს ბაღებში არსებულ გათბობაზე, გზების გაწმენდით სამუშაოებსა და ასევე სოციალურად დაუცველ ფენაზე, რომელსაც შეიძლება ჰქონდეს გათბობით უზრუნველყოფის პრობლემა.

დედაქალაქის მერის ინფორმაციით, ნაადრევად მოსული ზამთრის გამო დედაქალაქის მერია გზებზე ინტენსიურ გაწმენდით სამუშაოებს აწარმოებს.  ნარმანიას განცხადებით, სოციალურად დაუცველებს უკვე მიაწოდეს შეშა. 

”მინდა სამ უწყებას მივცე დავალებები. პირველ რიგში, ბაგა-ბაღების სააგენტომ დაუყოვნებლივ შეამოწმოს ყველა საბავშვო ბაღი, გათბობის სისტემა. მეორეს მხრივ  თბილსერვის ჯგუფმა ინტენსიურად გააგრძელოს მუშაობა თბილისს შემოერთებულ დასახლებებში ქალაქის იმ ტერიტორიებზე სადაც საჭირო იქნება გზების გაწმენდა, ტექნიკური მარილის დაყრა გზებზე, რათა უსაფრთხო იყოს გადაადგილება და ასევე მინდა დავავალო რაიონულ გამგეობებს, რომ  გვერდში დავუდგეთ სოციალურად დაუცველ მოსახლეობას, მათ ვისაც შეიძლება ჰქონდეთ სათბობით უზრუნველყოფის პრობლემა,“-განაცხადა დავით ნარმანიამ.

თბილსერვის ჯგუფის გენერალური დირექტორის ლევან ჯღარკავას ინფორმაცით, ამ დროისთვის არანაირი შეფერხება არ არსებობს არც საზოგადოებრივი ტრანსპორტისთვის და არც მოსახლეობისთვის. მისივე თქმით, მუშაობს ცხელი ხაზი და შემოსულ  ყველა ზარზე ხდება შესაბამისი რეაგირება.

დღის ამბები