01 ოქტომბერი 2024,   15:35
ვრცლად
წელს დედაქალაქის ტერიტორიაზე 80 000 ხე დაირგვება - დავით ნარმანია

წელს, დედაქალაქის ტერიტორიაზე 80 000 ხის დარგვა გვაქვს დაგეგმილი-ამის შესახებ განცხადება, თბილისის მერმა დავით ნარმანიამ გააკეთა.

ნარმანია ოპონენტების მიერ გამწვანებასთან დაკავშირებით გამოთქმულ კრიტიკას თბილისის მთავრობის სხდომაზე გამოეხმაურა.

თბილისის მერი ამბობს, რომ ოპონენტების განცხადებები იმის შესახებ, რომ დარგული ხეები გახმა, სიმართლეს არ შეესაბამება.

"წელს არსებული გეგმის მიხედვით, ჩვენ 80 000 ხის დარგვა გვაქვს გათვალისწინებული, რომელიც დაირგვება, როგორც ქალაქის შემოგარენში ასევე ქალაქის სხვადასხვა უბნებში.  

"ასევე მინდა გამოვეხმაურო მდინარე ვერეს ხეობაშ ჩვენს მიერ განხორციელებულ გამწვანების ღონისძიებას. იქ დაახლოებით 4 700 ერთეული ხე-მცენარე დაირგა, სადაც  გახარების მაჩვენებელი 90%-მდეა. სპეციალისტები ვარაუდით  80% უნდა ყოფილიყო, მაგრამ გახარების მაჩვენებელი უკეთესი გვაქვს,  თუმცა იქ სადაც მოხდა ცალკეული ხე მცენარეების გახმობა, ნოემბრის დასაწყისიდან შუა რიცხვებამდე, კონტრაქტორ კომპანიას აქვს ვალდებულება მოახდინოს მათი ჩანაცვლება,“-განაცხადა დავით ნარმანიამ.

დღის ამბები