07 ოქტომბერი 2024,   16:28
ვრცლად
აშშ-ის ეროვნული დაზვერვის სამსახურის ხელმძღვანელმა რუსეთის საგარეო პოლიტიკაზე ისაუბრა

ნიუ-იორკში გამართულ კონფერენციაზე ამერიკის შეერთებული შტატების ეროვნული დაზვერვის სამსახურის ხელმძღვანელმა რუსეთის საგარეო პოლიტიკაზე ისაუბრა.

ჯეიმს კლეპერის შეფასებით, ვლადიმერ პუტინის პოლიტიკის მთავარი პრინციპი საერთაშორისო არენაზე რუსეთის უძლეველ სახელმწიფოდ წარმოჩენაა. მისივე თქმით, ვაშინგტონსა და მოსკოვს შორის არსებობს უთანხმოება სირიასა და უკრაინის საკითხებში, თუმცა მხარეები ცდილობენ კავშირების შენარჩუნებას, რასაც ჯონ კერისა და სერგეი ლავროვის ბოლო დროინდელი შეხვედრებიც ადასტურებს.

ჯეიმს კლეპერმა შეშფოთება გამოთქვა იმის გამო, რომ რუსეთი დღეს სირიაში საჰაერო თავდაცვის უახლეს სისტემებს ამონტაჟებს.

დღის ამბები