07 ოქტომბერი 2024,   16:32
ვრცლად
მიგრანტებმა საფრანგეთში კარვები დაწვეს

საფრანგეთის ქალაქ კალეში მიგრანტებმა კარვები დაწვეს. ხელისუფლებამ ბანაკის აღება სამი დღის წინ დაიწყო და თავშესაფრიდან 7 ათასზე მეტი არალეგალი გაიყვანა.

ცარიელ კარვებს ცეცხლი იმ არალეგალებმა წაუკიდეს, რომლებიც სხვა თვშესაფრებში გადაყვანას აპროტესტებენ. ხანძრის დროს გაზის ბალონი აფეთქედა, შედეგად ერთი მიგრანტი დაშავდა. ახლო აღმოსავლეთიდან და აფრიკიდან ჩასული არალეგალები კალეს დროებით თავშესაფარში ბოლო ერთი წლის განმავლობაში ცხოვრობდნენ.

უმეტესობას დიდ ბრიტანეთში გადასვლა სურდა. საფრანგეთის სხვა ცენტრებში გადაყვანის შემდეგ კი ისინი ფიქრობენ, რომ სასურველ ქვეყანაში თავშესაფრის მოთხოვნის საშუალება აღარ ექნებათ.

დღის ამბები